- ანჟის ნახევარმცელი ქუთაისელებს სამშაბათს შეუერთდება
ჯაბა ლიპარტია "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ის გუნდს სამშაბათს შეუერთდება.
ლიპარტიამ კარიერა 2005 წელს თბილისის თბილისში დაიწყო, შემდეგ 2006-2010 წლებში ვიტ ჯორჯიას ღირსებას იცავდა, საიდანაც ლუგანსკის ზორიაში გადავიდა და 6 წელი ითამაშა. ქართველმა შემტევმა ბოლო 2017-18 წლების სეზონი რუსეთის პრემიერლიგის მაჰაჩყალის ანჟიში დაიწყო.

ლიპარტიას საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, პირველად ნაკრების მაისურით 2010 წელს მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშა, სადაც ლიპარტიამ 67' წუთზე ნიკოლოზ გელაშვილი შეცვლა, ხოლო მეორედ 2012-ში ამხანაგური მატჩი თურქეთის წინააღმდეგ, სადაც 72' წუთზე ჯაბა კანკავას ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
ლიპარტია ეროვნულ გუნდში ვლადიმირ ვაისმაც გამოიძახა, თუმცა მაშინ ზორიას ნახევარმცველს ეროვნული გუნდის მატჩებში მონაწიელობა არ მიუღია.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი