- ტორპედოს სასჯელის თარიღი შეიცვალა
ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშება 2 მარტს აიღებს სტარტს - სეზონს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ გორის „დილასთან“ საშინაო მატჩით გახსნის. 2017 წლის ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სტუმრად, თბილისის „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩისას ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო „ტორპედოს“ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს - „დილასთან“ და „ლოკომოტივთან“ უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს შეხვედრები.
იქიდან გამომდინარე, რომ 2 მარტი ჩემპიონატის გახსნის დღეა, გულშემატკივართა ინტერესი დიდია და თან დაგეგმილია მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს სასჯელის გადანაცვლების თაობაზე.
სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი, გაითვალისწინა გარემოებები და დაადგინა, რომ ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ნაცვლად, „ტორპედო“ სასჯელით გათვალისწინებულ ერთ უმაყურებლო მატჩს მესამე წრეში, იმავ გორის „დილასთან“ ჩაატარებს.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი