საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდი, რომან ჭანტურია თბილისის ლოკომოტივში, იჯარის წესით ითამაშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა 6-თვიანია. 21 წლის თავდამსხმელი, ლოკოში, 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ჭანტურია იტალიური ემპოლის საკუთრებაა. უკანასკნელად, იგი ასევე განათხოვრების წესით, იტალიურ პრატოში თამაშობდა.
2013 წელს, ჭანტურია იტალიაში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. მან, 4 წლის მანძილზე ემპოლის 17 და 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ემპოლის მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
2016 წელს, რომანი ემპოლიდან, იჯარით, პორტუგალიურ ოლიანენსეში გადავიდა.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრიც.
fcloco.ge
ახალი ამბები
რომან ჭანტურია ლოკომოტივში იჯარით ითამაშებს
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი