გია გეგუჩაძემ ბათუმის დინამო ჩაიბარა. „დიახ, კლუბის ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბათუმის „დინამოში“ ვმუშაობ.
საქმეს კი მომავალი კვირიდან შევუდგები. მთლიანად ბათუმური საფეხბურთო მეურნეობის სრულყოფილად გამართვაზეა სააუბარი - პირველი გუნდი, ასაკობრივი გუნდები, აკადემია, ბაზა, სტადიონი.
ოფიციალურ კონტრაქტს დღეს-ხვალ გავაფორმებთ, საქმეს კი მომავალი კვირიდან შევუდგები. მთლიანად ბათუმური საფეხბურთო მეურნეობის სრულყოფილად გამართვაზეა სააუბარი - პირველი გუნდი, ასაკობრივი გუნდები, აკადემია, ბაზა, სტადიონი... მოკლედ, ყველაფერი ერთ სისტემაში მოექცევა და ვიმედოვნებ, ჩანაფიქრს მალე და ხარისხიანად შევასრულებთ“. ამბობს თბილისის დინამოს და ზესტაფონის ყოფილი მწვრთნელი.
გია გეგუჩაძე სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს (1999, 2004-05, 2015-16), ზესტაფონს (2008-11, 2013-14) და ქუთაისის ტორპედოს (2011-13) წვრთნიდა. მოპოვებული აქვს საქართველოს თასი (2014-15), საქართველოს სუპერთასი (2015) და საქართველოს ჩემპიონობა (2010-11). გია გეგუჩაძე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე კლუბი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა, 52 წლის სპეციალისტმა ეს 2004 წელს თბილისის დინამოთი შეძლო, როდესაც კლუბი 2004-05 წლების უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ბათუმის დინამო გასულწელს ეროვნული ლიგიდან გავარდა. ბათუმელები პლეი-ოფში ბოლნისის სიონთან დამარცხდნენ და ეროვნულ ლიგაში ადგილი დაკარგეს.