29 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა.
„თელავმა“ საკუთარ „გივი ჩოხელზე“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა თელაველთა სრული უპირატესობით წარიმართა და რიგ ეპიზოდებში მათ თავდამსხმელს, გიორგი ნიქაბაძეს ზუსტად, რომ ემოქმედა ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძლებმა პირველი გოლი 56-ე წუთზე გაიტანეს. გიორგი ხარებაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, საჯარიმოს მიუახლოვდა და საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით მეკარისგან მარჯვება მაღალ კუთხეში გაიტანა. გოლის შემდეგ „თელავმა“ კონცენტრაცია დაკარგა და ამისთვის მალევე დაისაჯა. 61-ე წუთზე მაგლოირ ტელამ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა თელაველთა შეტევებით გაგრძელდა და მატჩის მიწურულს გიორგი დეკანოსიძის გუნდმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კონპრენსირებულ დროში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეცვლაზე შემოსულმა, ნიკა ნოზაძემ შეასრულა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუიპირისპირდა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, მე-40 წუთზე გოგი ფიფიას გამოზომილი გადაცემით იაგო დეისაძემ გაიტანა. შეხვედრა დინამოელთა შეტევებით გაგრძელდა და მეორე ტაიმის 64-ე წუთზე გიორგი მელქაძემ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის დარჩენილ დროში „ნორჩმა დინამომ“ ანგარიში უპრობლემოდ შეინარჩუნა და განმეორებით შეხვედრას გუნდი კომფორტული უპირატესობით ხვდება.
ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები 3 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი