საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნულ ლიგაში უკვე ზედიზედ მეორედ იქნა გამოყენებული პოლარის სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა.
თავდაპირველად, დაგეგმილი იყო პოლარის სისტემის გამოყენება ტორპედო-დინამოს მატჩზე, თუმცა სფფ-ის მედიაპარტნიორ ჯიეფემ სტუდიოსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პოლარი ისეთ მატჩზე დატესტილიყო, რომელიც ინტერნეტსივრცეში გადაიცემოდა, რაც მხარეებს საშუალებას აძლევდა, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ფეხბურთელთა მონაცემები პირდაპირ ეთერში ასახულიყო ეკრანზე.

საბოლოოდ, არჩევანი საბურთალო-შუქურაზე შეჩერდა და ამ გუნდების საუკეთესო სამ-სამი ფეხბურთელის მონაცემებს თანდართულ გრაფიკაზე იხილავთ. დაფარული მანძილით ორივე გუნდში საუკეთესო თორნიკე თარხნიშვილი გახდა 11,24 კილომეტრით. სპრინტების რაოდენობით კი მისმა თანაგუნდელმა, ნოდარ იაშვილმა იპირველა - 65 სპრინტი. მაქსიმალური სიჩქარითაც საბურთალოელი გამოირჩა - ლუკა ლაკვეხელიანმა 34,9 კმ/სთ აჩვენა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი