საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ხვალ, 16 სექტემბერს, სამტრედია - ლოკომოტივის მატჩში გამოიყენება თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული საწვრთნელი ტექნოლოგია, რომელიც სპორტის სხვა სახეობებშიც პოპულარულია და „პოლარის“ სახელითაა ცნობილი.
დაფარული დისტანციის, აჩქარებების რაოდენობის, ტემპის ცვალებადობისა და დატვირთვების გაზომვა და ანალიზი რეალურ დროში - ამ სისტემით სხვა უამრავი ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი, რაც დღევანდელ ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი საშუალებაა მწვრთნელებისთვის გუნდის მომზადების პროცესში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, კვლავ აქტიურად ითანამშრომლოს კლუბებთან და ახლო მომავალში სხვა საინტერესო სიახლეებიც დანერგოს ეროვნულ ლიგაში.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი