უეფამ გამონაკლისი დაუშვა, გორის დილა ევრო - ლიცენზირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
"უეფას გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ადასტურებს, რომ საფეხბურთო კლუბი „გორის“ დილა არ ეწინააღმდეგება უეფას მიერ დადგენილი „3 წლიანი წესის“ ძირითად მიზნებს, კერძოდ კრედიტორების დაცვისა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს.
საფეხბურთო კლუბი გორის დილას და ებრაელი ინვესტორების სახელით, გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა ჩართულ ადამიანს, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე მხარს გვიჭერდნენ. ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მედიის წარმომადგენლებს გამოჩენილი ინტერესისთვის და საკითხის საზოგადოებამდე სწორად მიტანისათვის.
უეფას ეს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ კლუბის განკერძოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან და გორის დილას ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ევრო - ლიცენზირების პროცესში."
- fcdila.ge
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია