საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჯი-ეფ-ემ სტუდიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, 2017 წლიდან პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ხორციელდება ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი.
ეროვნული ლიგის პირველი ეტაპის შემდეგ მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ორ წრეში მხოლოდ ინტერნეტ-ტრანსლაციებს თვალი ადევნა 520 653 გულშემატკივარმა (საშუალოდ 5 785 მაყურებელი).
პირველი ნახევრის ყველაზე ყურებადი მატჩი იყო იყო მე-14 ტურში, ჩიხურა-დინამო (14 242 მაყურებელი).
აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა ინტერნეტ-ტრანსლაციებისა, სფფ აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ტელეკომპანია აჭარასთან და ახლა უკვე სილქ-უნივერსალთანაც, რომელთა რეიტინგები ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
მერანი მრ
სამტრედია
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913