თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბათუმის დინამოს უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი წვრთნის. მან ამ პოსტზე ლევან ხომერიკი შეცვალა, რომლის თავკაცობითაც ბათუმელებმა გარდამავალი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირების საგზური მოიპოვეს.
აჭარულ დინამოს ევროპა ლიგაზე შესაძლებელი მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეხვდა - პოლონური იაგელონია.
კონსტანტინ ფროლოვი: - ჩემპიონატში საკმაოდ ჩამოვრჩით [მერვე ადგილი], მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება დავხვეწოთ თამაში.
- იაგელონიასთან თამაშს რამდენად მომზადებულნი ხვდებით? თუ არის გუნდში დანაკლისი?
- ტრავმა არავის არ აქვს. ჩვეულებრივ ვემზადებით, ტაქტიკურ ვარიანტებზე ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, მეტოქის სუსტ თუ ძლიერ მხარეებსაც ვითვალისწინებთ.
- იაგელონია რითი გამოირჩევა?
- საკმაოდ ძლიერი გუნდია და ბოლო ტურამდე იბრძოდა პოლონეთის ჩემპიონობისთვის. უყვართ გრძელი პასები და ორთაბრძოლებში ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. ათლეტური ფეხბურთელებიც ჰყავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტიპიური პოლონური გუნდია.
- ბათუმის დინამოს თამაშში ყველაზე მეტად რა პრობლემებს ხედავთ?
- უნდა მოვუმატოთ შეტევაში სიმწვავეს. გუნდის თამაში უფრო ორგანიზებული უნდა გახდეს და ეს უფუძნება სწორედ დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლას და პირიქით, შეტევიდან დაცვაში. ამ მხრივ ბევრი ხარვეზია.
- ახალწვეულებზე გკითხავთ, თუ რამდენად არიან ფორმაში: ბექა მახარაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი.
- მახარაძემ ბოლო ორი მატჩი ჩაატარა. ცენტრალური მცველისთვის მართლაც კარგი თვისებები აქვს. ბრწყინვალე პირველი პასით გამოირჩევა. რაც შეეხება გრიგალაშვილს, აქვს პოტენციალი და ორიგინალური მოქმედებები ახასიათებს, მაგრამ სასურველ ფორმაში ჯერ ვერ არის.
- მთლიანობაში, საქართველოს ეროვნული ლიგა რამდენად მოგწონთ?
- რაც ვნახე, ურიგო თამაშები არ არის. ჯერ დიდი ხანი არაა, რაც ბათუმის დინამოში ვმუშაობ, ამიტომ ზედმეტად ვერც კარგად შევაფასებ და ვერც - ცუდად. დრო გვაჩვენებს.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ