23 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ანტი-დოპინგური სააგენტოს სემინარი გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში სემინარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ექიმები დაესწრნენ და სრული ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე ფეხბურთში არსებულ მოთხოვნებზე, საგანმანათლებლო, პრევენციულ და ანტი-დოპინგურ პროგრამაზე.
სემინარს საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე პავლე კასრაძე და ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება უძღვებოდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და გარდა სემინარებისა, ფიფა-უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სხვა სახის ღონისძიებებიც დაიგეგმება, რაც ხელს შეუწყობს სპორტსმენების სწორ მკურნალობას და გამორიცხავს რისკისშემცველ ფაქტორებს, რამაც შესაძლოა, საბედისწერო შედეგები გამოიწვიოს. სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროთასებზე მონაწილე კლუბების ინფორმირებას მოსალოდნელი გამოწვევების თაობაზე.
ახალი ამბები
ანტი-დოპინგური სემინარი ეროვნული ლიგის კლუბების ექიმებს
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
სამტრედია
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი