მეთექვსმეტე ტურში, თბილისის ლოკომოტივთან საშინაო მარცხის შემდეგ, გორის დილას მთავარი მწვრთნელი ზივ ავრაამ არიე თანამდებობიდან გადადგა. ებრაელი სპეციალისტის თქმით მან ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდისგან მიიღო წინადადება და სწორედ ეს გახდა გუნდიდან წასვლის მიზეზი. მან მადლობა გადაუხადა გორელებს ნდობისთვის და ასევე იმისათვის, რომ გუნდმა კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის საშუალება მისცა.
ზივ ავრაამ არიე გორის დილას 2017 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით გორელებმა 16 მატჩი ჩაატარეს, სადაც 4-ჯერ გაიმარჯვეს, 5-ჯერ დამარცხდნენ და 7 მატჩი დასრულდა ფრედ. გორის დილა 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
ეროვნული ლიგის უახლოეს 2 შეხვედრაში დილას გიორგი დეკანოსიძე უხელმძღვანელებს.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი