1-2 ივნისს, ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩები გაიმართება.
1 ივნისს, ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ „ჩელე არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში გუნდებს განსხვავებული მიზნებით აქვთ. ქობულეთელები ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. თბილისელები კი, გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან. აჭარული გუნდი მოახლოვებულ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. „შუქურამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გასულ ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა 14 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ამავე დღეს, ბათუმის „დინამო“ „რაგბი არენაზე“ თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. გუნდები უშუალო კონკურენტები არიან და ეს მატჩს დამატებით მნიშვნელობას სძენს. ბათუმელებს 16 ქულა აქვთ და მერვე ადგილზე არიან, თბილისელები კი, 19 ქულით მეექვსეზე. წინა ტური ორივე კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. „დინამო“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 4:0 დამარცხდა. „საბურთალომ“ კი, საკუთარ მოედანზე „ჩიხურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონსტანტინ ფროლოვისთვის ეს პირველი შეხვედრა იქნება.
მეთექვსმეტე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ივანწმინდაში შედგება. იმერულ დერბიში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. საჩხერლებმა წარუმატებელი პერიოდი დაძლიეს და ბოლო ტურებში კარგ თამაშს აჩვენებენ. ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახა და „ჩიხურა“ 24 ქულით მეოთხე ადგილზეა. შესანიშნავ ფორმაშია ქუთაისის „ტორპედო“. კახაბერ ჩხეტიანის გუნდს ექვს მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ ექვსი შეხვედრიდან ქუთაისელებმა ხუთ მოიგეს და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშეს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელით.
ეროვნული ლიგის კიდევ ერთი იმერული კლუბი, „სამტერედია“ საკუთარ „ეროსი მანჯგალაძეზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. ფოთელები მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ასპარეზობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებიან. თანაც ბოლო პერიოდში გუნდი უკეთ ათამაშდა და უკანასკნელ ხუთ ტურში ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხებათ სამტერდიელებს. გია ცეცაძის გუნდი მოახლოვებულ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. „სამტრედიას“ დისკვალიფიკაციის გამო გიული მანჯგალაძე და დავით ჯიქია ვერ დაეხმარებიან.
ტურის ბოლო შეხევედრაში გორის „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. გორული და თბილისური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო მატჩები გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა გამოდგეს, რადგანაც გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და დასახული მიზნების მისაღწევად ორივე მათგანისთვის თითოეულ ქულას უდიდეს მნიშვნელობა აქვს. გორელებმა წაუგებელი სერია შეწყვიტეს და ბოლო ორი ტურია ვერ იგებენ. ლოკო კი, ძალიან ცუდ ფორმაშია და ზედიზედ ხუთი ტური მარცხდება. რა თქმა უნდა, ორივე გუნდს წარუმატებელი სერიის შეწყვეტა სურს და ეს მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.
ფოტო: www.fcchikhura.ge