კალენდარი

სამშაბათი, 21 ოქტომბერი

ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი

კვირა, 26 ოქტომბერი

ორშაბათი, 27 ოქტომბერი

სამშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა 2 | ცხინვალი 2:2 მეშახტე

5 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ს პირველი ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა გაიმართა. 

რუსთავის „ფოლადზე“ „ცხინვალმა“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-5 წუთზე გოლით ირაკლი ბაჯელიძე გამოირჩა. ცხინვალელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-19 წუთზე მეტოქეს ჯაბა კასრელიშვილმა გაუტანა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ცხინვალი“ მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდა, 55-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. ტყიბულელები სწრაფმა გოლმა არ დააბნია და 68-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს, გოლი გიორგი ვეკუას ანგარიშზეა. სტუმრებს მატჩის მიწურულს სამი ქული მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ 86-ე წუთზე საბა ლომიამ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. 

საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. ეროვნული ლიგა 2-ს შემდეგი ტურის შეხვედრაში „ცხინვალი“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს, ტყიბულის „მეშახტე“ კი - ლანჩხუთის „გურიას“.