თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს ახალი ლოგოთი შეხვდება. თბილისური კლუბის ლოგო და ბრენდინგის ხაზი გერმანიაში მოღვაწე არტ-დირექტორმა, ერეკლე ინაშვილმა შეიმუშავა.
ერეკლე ინაშვილი: "მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი ხაზი, რის მიხედვითაც, აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა კლუბის სიძველეზე და მდიდარ საფეხბურთო ტრადიციაზე, ამავე დროს, ეს უნდა ყოფილიყო ტიპური თანამედროვე საფებურთო ბრენდი, რომელიც პირველი დანახვისთანავე ერთმნიშვნელოვნად საფეხბურთო კლუბის ასოციაციას დატოვებდა.
მთავარი ვიზუალური მანიშნებელი კლუბის სახელიდან გამომდინარე კვლავ ლოკომოტივი გახდა, რომელიც სისწრაფის, ენერგიისა და გამწევი ძალის მანიშნებელია. აქ შეგნებულად გავათამაშეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოებული არტ-დეკოს სტილის ლოკომოტივის სიმბოლო, რომელიც კლუბის დაარსების თარიღს (1936 წ.) ემთხვევა. დაარსების თარიღისა და ძველებური ბურთის სიმბოლოს დამატებითი ელემენტები კი, საბოლოოდ კრავს ტრადიციული კლუბის კონცეფციას.
ამასვე აძლიერებს შრიფტი Neutraface-ი რომლის ხასიათიც ინდუსტრიული ეპოქიდანაა. ყველა ელემენტი გაერთიანებულია საფეხბურთო სფეროსთვის დამახასიათებელი ფორმის ე.წ. “ფარზე” რომლის გრაფიკული ელემენტები თანამედროვე საფეხბურთო ლოგოებში ხშირად გხვდება (განსაკუთრებით ამერიკული MLS-ის ლოგოებს ახასიათებთ). კლუბის ფერები ტადიციული წითელი და თეთრი შენარჩუნდა."
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ