მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა ბოლნისის „სიონმა“. ბოლნისელები თბილისში „ბენდელას“ სტადიონზე „ზუგდიდს“ შეხვდნენ და მეორე ნახევრის 52-ე წუთზე ზურაბ თევზაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს მეტოქე.
მსაჯები
არბიტრი - ი. კვირიკაშვილი
პირველი ასისტენტი - თ. მაღლაკელიძე
მეორე ასისტენტი - გ. ბერაძე
მეოთხე მსაჯი - ი. ხერხაძე
დისკვალიფიკაცია
დავით სვანიძე, ჯაბა უგულავა (ორივე სიონი), ზურაბ მალანია (ზუგდიდი)