ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 35 +51 75
2. ტორპედო 35 +31 73
3. სამტრედია 35 +23 67
4. საბურთალო 35 +18 57
5. ლოკომოტივი 35 +11 53
6. ჩიხურა 35 -8 52
7. დილა 35 -10 40
8. დინამო ბთ 35 -31 33
9. კოლხეთი 1913 35 -43 23
10. შუქურა 35 -42 21
ადგ. კლუბი ±
1. რუსთავი 35 +48 83
2. მერანი 35 +50 77
3. სიონი 35 +5 59
4. გაგრა 35 +12 53
5. სამგურალი 35 -1 50
6. ვიტ ჯორჯია 35 +1 49
7. ცხინვალი 35 -17 37
8. გურია 35 -20 37
9. ზუგდიდი 35 -35 25
10. მეშახტე 35 -43 24
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

13, 14 და 15 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ იმერულ დერბიში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სამტრედიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ორივე კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედავად გოლი არ გასულა. ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაიხსნა, 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა შორეული დარტყმით აიღო ომარ მიგინეიშვილის კარი. გაშვებული გოლი შემდეგ სათამაშო უპირატესობა „სამტრედიამ“ მოიპოვა და უჩა სოსიაშვილის გუნდმა აქტიურად შეუტია. შეტევებმა შედეგი მალევე გამოიღო, 61-ე წუთზე ანტე გიის გამოზომილი გადაცემის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მაიკლ ოლაიტანმა ვარდნაში დაარტყა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ გამარჯვების გოლი სამტრედიელებმა გაიტანეს. 89-ე წუთზე უძლიერესი შორეული დარტყმით გიორგი მჭედლიშვილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. 

უშუალო კონკურენტი დაამარცხა ბათუმის „დინამომ“. აჭარლებმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში გავიდა. 58-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ გორელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს და აქტიურად შეუტიეს, თუმცა ბათუმელებმა კარი მშრალად შეინახეს, თავადაც შექმნეს სახიფათო მომენტები და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს. მოპოვებული სამი ქულით „დინამომ“ „დილასთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მარტივი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის „ტორპედომ“. იმერულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 3:1 იმარჯვა. ტორპედოელებმა ანგარიში პირველ ნახევარში გახსნეს. 30-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის გამჭოლი გადაცემის შედეგად ლევან კუტალიამ გაიტანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ტორპედომ“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მოიპოვა. კახა ჩხეტიანის გუნდმა 8 წუთიან მონაკვეთში ორჯერ მოახერხა გიორგი სომხიშვილის კარის აღება. ჯერ 51-ე წუთზე კუტალიამ დუბლი გაიფორმა, შემდეგ კი, 59-ეზე გუგა ფალავანდიშვილის გამოზომილი გადაცემით გიორგი ქიმაძემ გაიტანა. შეხვედრა ქუთაისელთა კარნახით გაგრძელდა, ბურთს ისინი აკონტროლებდნენ და ქობულეთელები ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ სახიფათო მომენტების შექმნას. მატჩის საბოლოო ანაგრიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა. კობა შალამბერიძის წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში შედეგიანი დარტყმით დავით ჩაგელიშვილმა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი მიმდინარე სეზონში მეოთხასე გამოდგა.  

ეროვნული ლიგის რეკორდული ანგარიში დაფიქსირდა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“. სადაც თბილისის „საბურთალომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 6:3 დაამარცხა მეტოქე. საბურთალოელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. 21-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით დაჩი ცნობილაძემ გაიტანა. ამ გოლიდან ზუსტად 6 წუთში კი, ცნობილაძემ მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმი ფოთელთათვის კარგად დაიწყო. ალეკსანდრ დერებჩინსკიმ ლაზარე კუპტაძის შეცდომით ისარგებლა და შორი მანძილიდან ფაქტიურად ცარიელ კარში გაიტანა. მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა მალევე აღადგინეს. 50-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. შეხვედრა საბურთალოელთა შეტევებით გაგრძელდა და 57-ე წუთზე კოხრეიძის პასით ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. „კოლხეთმა“ ანგარიშის შემცირება კიდევ ერთხელ მოახერხა, 64-ე წუთზე თავური დარტყმით დერებჩინსკიმ კუპატაძის კარში მეორე გოლი გაიტანა. „საბურთალომ“ მეტოქეს სიხარული არც ამჯერად აცადა და 71-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დაფიქსირდა. 86-ე წუთზე ამოს ნონდიმ თბილისელებს მესამედ გაუტანა, 87-ეზე კი, საბურთალოელთა მხრიდან საკუთარი გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა და შეხვედრაში წერტილი დასვა. 

29-ე ტურის ბოლო და ცენტრალურ მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისურ დერბიში ერთმანეთის წინააღმდეგ „დინამო“ და „ლოკომოტივი“ წარსდგნენ. შეხვედრამ მოლოდინი სრულად გაამართლა და გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში საწყის წუთებზე გაიხსნა, მე-5 წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით ლაშა თოთაძემ გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშო ინიციატივა ლოკომ მოიპოვა და მეტოქეს აქტიურად შეუტია. გიორგი დევდარიანის გუნდმა სერგი ლიტოვჩენკოს კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. თავისმხრივ „დინამო“ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა. ანგარიში 44-ე წუთზე გათანაბრდა. გიორგი დიასამიძის კუთხურის შედეგად თავური დარტყმით გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა. დინამოელებმა ტაიმის მოგება მაინც მოახერხეს. ბექა ქავთარაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე სისწრაფეში რეხვიაშვილს აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი ბექა მიქელთაძეს დაუგორა. პრაქტიკულად ცარიელი კარის წინ დარჩენილმა მიქელთაძემ კი, მარტივად გაიტანა. მეორე ნახევარი „დინამოს“ სრული უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ „ლოკომოტივს“ რეალური საგოლე მომენტი აღარ შეუქმნია. მასპინძლებმა მესამედაც გაიტანეს. შეხვედრის ბოლო წუთზე ზუკა დავითაშვილის წამოწყებული სწრაფი იერიში გოლად ლაშა ქოჩლაძემ აქცია და „დინამოს“ სამი ქულა გაუნაღდა. 

ეროვნული ლიგის მომდევნო, 30-ე ტურის მატჩები 18-19 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: www.fcdinamo.ge