ადგ. კლუბი ±
1. ტორპედო 36 +32 76
2. დინამო თბ 36 +50 75
3. სამტრედია 36 +23 68
4. საბურთალო 36 +19 60
5. ჩიხურა 36 -7 55
6. ლოკომოტივი 36 +10 53
7. დილა 36 -10 41
8. დინამო ბთ 36 -32 33
9. კოლხეთი 1913 36 -42 26
10. შუქურა 36 -43 21
ადგ. კლუბი ±
1. რუსთავი 36 +47 83
2. მერანი 36 +51 80
3. სიონი 36 +4 59
4. სამგურალი 36 0 53
5. გაგრა 36 +8 53
6. ვიტ ჯორჯია 36 +2 52
7. ცხინვალი 36 -13 40
8. გურია 36 -21 37
9. მეშახტე 36 -42 27
10. ზუგდიდი 36 -36 25
ადგ. კლუბი ±
1. ნორჩი დინამო 2 +6 6
2. თელავი 2 +1 4
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | 21-ე ტურის ანონსი

4, 5 და 6 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში ოცდამეერთე ტურის მატჩები გაიმართება

4 აგვისტოს, ტურის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. ბოლო წლებში გორული კლუბი დინამოელთათვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და ეს ტენდენცია ამ სეზონშიც გრძელდება. „დილა“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელთანაც „დინამოს“ შეხვედრა არ მოუგია. გამართული ორი მატჩიდან ერთი გორელებმა მოიგეს, ერთი კი, ფრედ დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით მომავალ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გასულ ტურში „დინამო“ დამარცხდა და ამით უშუალო კონკურენტს სხვაობის 3 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. აქედან გამომდინარე, ერთიპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად მომავალ შეხვედრაში თბილისელებს დადებითი შედეგი სჭირდებათ. თავისმხრივ „დილას“ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ქულები მასაც ძალიან სჭირდება. გიორგი დარასელიას გუნდს 22 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ყველა ზემო აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით გულშემატკივარს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის. 

5 აგვისტოს, ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი „დინამო“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. არასტაბილურად ჩატარებული ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ, ბათუმელებმა მესამე წრე კარგად დაიწყეს და გამართული ორი შეხვედრიდან ორივე მოიგეს. ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახა და კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა გადათამაშების ზონას თავი დააღწია. მესამე წრე „სამტრედიამაც“ წარმატებულად დაიწყო და მეტოქის მსგავსად ორივე მატჩი მოიგო. სამტრედიელები 39 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩებიან. მოახლოვებულ მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი უშეღავათო ბრძოლას იხილავს. 

სტუმრად გამართული შეხვედრების შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე ბრუნდება. 21-ე ტურის შეხვედრაში „რამაზ შენგელიაზე“ ქუთაისელები ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებენ. ტორპედოელები ეროვნულ ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობენ და 43 ქულით მეორე ადგილზე არიან. კახა ჩხეტიანის გუნდმა მომავალ მეტოქეს მიმდინარე სეზონში გამართული ორივე შეხვედრა მოუგო. პირველ შემთხვევაში „ტორპედომ“ 2:1 იმარჯვა, მეორეში კი - 3:0. ფოთელები რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. გელა სანაიას გუნდი ზედიზედ ექვსი შეხვედრაა ვერ იგებს და 18 ქულით მეცხრე ადგილზეა. 

21-ე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა 6 აგვისტოს ჩატარდება. 

საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების აუტსაიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. საჩხერელები არასტაბილურად ასპარეზობენ და 29 ქულით მეხუთე პოზიციაზე არიან. სოსო ფრუიძის გუნდის მიზანი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაა და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხებათ ქობულეთელებს, მათ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მიზერული შანსი აქვთ და მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდებათ.

ტური თბილისური დერბით დასრულდება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული კლუბების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო მატჩებით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. მიმდინარე სეზონში გამართული ორი შეხვედრიდან ორივე საბურთალოელებმა მოიგეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში უკეთეს პოზიციას ლოკო იკავებს. გიორგი დევდარიანის გუნდს 30 ქულა აქვს და მეოთხეა, საბურთალოელები კი, 26 ქულით მეექვსეზე არიან. ორივე გუნდი ლიდერთა სამეულში მოსახვედრად იბრძვის და ამ ბრძოლაში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.