ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 18 +31 43
2. ტორპედო 18 +15 37
3. სამტრედია 18 +5 33
4. ლოკომოტივი 18 +11 27
5. ჩიხურა 18 -4 26
6. საბურთალო 18 -3 25
7. დილა 18 +1 22
8. დინამო ბთ 18 -10 17
9. კოლხეთი 1913 18 -12 17
10. შუქურა 18 -34 7
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 18 +29 42
2. რუსთავი 18 +20 39
3. გაგრა 18 +15 36
4. სიონი 18 +2 31
5. სამგურალი 18 0 28
6. ვიტ ჯორჯია 18 +6 27
7. ცხინვალი 18 -12 17
8. გურია 18 -13 16
9. მეშახტე 18 -23 12
10. ზუგდიდი 18 -24 8
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა | მეექვსე ტურის მიმოხილვა

8-9 აპრილს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის „ლოკომოტივი“ სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 5:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მატჩის საწყის წუთებზევე გაიხსნა: მე-12 წუთზე აზამატ ჯიოევის კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო. გატანილი გოლის შემდეგ სტუმრებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს, რამაც შედეგი 30-ე წუთზე გამოიღო -  ნოდარ ქავთარაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს მიმართულება ირაკლი სიხარულიძემ შეუცვალა, უყურადღებოდ დარჩენილ მამია გავაშელიშვილს კი  ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. პირველ ნახევარში ორივე გუნდის კართან კიდევ რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. თბილისელებმა მესამე გოლის გატანა მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს: ნოდარ ქავთარაძემ ნიკა ჭანტურიას გრძელი გადაცემა მიიღო და ეფექტური დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა. მეოთხე და მეხუთე გოლები „ლოკომოტივმა“ მატჩის მიწურულს გაიტანა. 83-ეზე ირაკლი სიხარულიძემ გაიფორმა დუბლი, 87-ეზე კი -  მამია გავაშელიშვილმა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელთა ფორვარდები ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობენ.

მეექვსე ტურის მეორე შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სადაც გორის „დილამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმრებმა გახსნეს -  გიორგი ჯანელიძისა და არფანგ დაფეს წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით მიკოლა კოვტალიუკმა დააგვირგვინა. გორელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს, გიორგი პაპავას შორეული დარტყმა ძელმა მოიგერია, გადმოვარდნილი ბურთი კი  ტარავალიეს მიუვიდა და მასპინძელთა შემტევმა ცარიელ კარში გაიტანა. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. ყველაზე რეალური მომენტი ფოთელებს შეექმნათ: 83-ე წუთზე მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ გიორგი ჯანელიძემ სტანდარტი არაზუსტად შეასრულა.

მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული იმერული დერბი. ქუთაისის „ტორპედომ“ მასპინძელი „სამტრედია“  2:0 დაამარცხა. ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა: ნიკოლოზ საბანაძემ ბიძინა მახარობლიძის გადაცემა მიიღო და მახვილი კუთხიდან გამოზომილი დარტყმით გაუტანა ომარ მიგინეიშვილს. მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ გატანა კვლავ ქუთაისელებმა მოახერხეს. მე-80 წუთზე ნიკა საბანაძემ საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო და ზუსტი პასით ბიძინა მახარობლიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა კი ძლიერად დაარტყა და ომარ მიგინეიშვილმა ბურთის მოგერიება ვეღარ მოახერხა. დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა და „ტორპედომ“ აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს. გადამწყვეტი გოლი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გავიდა. საბა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ, ბექა მიქელთაძემ ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი ანატოლი ტიმოფეევის კარში. ამ გამარჯვებით თბილისურმა კლუბმა 12 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

მეექვსე ტურის ბოლოს შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. საჩხერის „ჩიხურამ“ „დავით აბაშიძეზე“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების  გარეშე დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზევე გაიხსნა: 48-ე წუთზე ვაგნერ გონსალვესის მოწოდებულ კუთხურს თავური დარტყმით დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და თბილისური გუნდი დააწინაურა. გაშვებულმა გოლმა იმერლები უფრო გაააქტიურა და მათ სამწუთიან მონაკვეთში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაც მოახერხეს. 54-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა წონასწორობა აღადგინა, 57-ეზე კი გამოცდილმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ეროვნული ლიგის მომდევნო - მეშვიდე ტურის, მატჩები 12-13 აპრილს გაიმართება.

ფოტო: www.fcloco.ge