ადგ. კლუბი ±
1. დინამო თბ 23 +40 53
2. ტორპედო 23 +16 47
3. სამტრედია 23 +12 44
4. ლოკომოტივი 23 +9 36
5. საბურთალო 23 +4 33
6. ჩიხურა 23 -5 33
7. დინამო ბთ 23 -9 26
8. დილა 23 -10 22
9. კოლხეთი 1913 23 -19 19
10. შუქურა 23 -38 11
ადგ. კლუბი ±
1. მერანი 23 +34 52
2. რუსთავი 23 +27 51
3. სიონი 23 +8 43
4. სამგურალი 23 +3 38
5. გაგრა 23 +8 36
6. ვიტ ჯორჯია 23 +5 34
7. გურია 23 -13 25
8. ცხინვალი 23 -16 20
9. მეშახტე 23 -31 14
10. ზუგდიდი 23 -25 14
ცხრილები სრულად

კალენდარი

სრული კალენდარი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა მეოთხე ტურით განახლდება

1-2 აპრილს, სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა მეოთხე ტურის მატჩებით განახლდება. 

მეოთხე ტურის ცენტრალური დაპირისპირება 2 აპრილს შედგება. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. საჩხერელები ლიგას 7 ქულით ლიდერობენ, ბათუმელებს კი, სამი ქულა აქვთ და მერვე პოზიციას იკავებენ. გუნდები ერთმანეთს ბოლოს  2015/16 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ და იმ შეხვედრაში იმერულმა კლუბმა 2:0 იმარჯვა.

ამავე დღეს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი „სამტრედია“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. სეზონის წინ ორივე გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ორივე მათგანი გათამაშებაში არასტაბილურად ჩაერთო. სამტრედიელებს ოთხი ქულა აქვთ და მეხუთეზე არიან, დინამოელები კი, სამი ქულით მეცხრე ადგილს იკავებენ. აქედან გამომდინარე აღნიშნული მატჩის შედეგს კლუბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

1 აპრილს ეროვნულ ლიგაში სამი შეხვედრა გაიმართება. 

ქობულეთის „შუქურა“ სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ ფოთის „კოლხეთს“ დაუხვდება. კლუბებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ რვა შეხვედრა აქვთ ჩატარებული, აქედან სამი ქობულეთელებმა მოიგეს, სამი ფრედ დასრულდა ორჯერ კი, ფოთელებმა იმარჯვეს. რაც შეეხება მიმდინარე გათამაშებას, გუნდებს შორის სხვაობა ერთი ქულაა, „კოლხეთმა“ სამი ჩატარებული შეხვედრიდან ერთი მოიგო და შესაბამისად სამი ქულა აქვს, „შუქურას“ კი, სამ მატჩში ორი ფრედ აქვს ნათამაშები და ორი ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა. 

დაძაბული უნდა გამოდგეს თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრაც, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. ლოკო ექვსი ქულით მესამე ადგილზეა, ქუთაისელებს კი, ოთხი ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე არიან. აღსანიშნავია, რომ თბილისურ კლუბს „ტორპედოსთან“ 2006/07 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოუგია. ამ პერიოდში გუნდებმა ერთმანეთთან ოთხჯერ ითამაშეს, სამი შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა ერთი კი - ფრედ.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება. ადგილობრივი „დილა“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებს. სანაკრებო პაუზამდე გამართული ეროვნული ლიგის მესამე ტური ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. გორელებმა სტუმრად თბილისის „დინამო“ დაამარცხეს 2:1, საბურთალოელებმა კი, თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს და მეტოქეს ანალოგიური ანგარიშით აჯობეს. მიმდინარე სეზონში „საბურთალო“ ექვსი ქულით მეორეა, „დილა“ კი, ოთხი ქულით, მეექვსე.

ფოტო - www.dinamobatumi.com