მეორე წრე დასრულდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. დღეს მე-18 ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა და ჯამში 10 გოლი გავიდა. დინამო თბილისმა წყალტუბოს სამგურალს 5:3 მოუგო, ხოლო მეშახტე-გაგრა 1:1 დასრულდა. ვნახეთ ბრაზილიური ჰეთ-თრიქიც.
დინამო თბილისმა რვაგოლიან მატჩში აჯობა წყალტუბოს სამგურალს.
არადა, სამგურალი პირველივე წუთზე დაწინაურდა ბრაზილიელი ველისოლის გოლით. თუმცა ათ წუთში მათე ვაწაძემ დაუგდო ბურთი როდრიგუ რამუშს და მანაც გამოზომილი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.
მე-15 წუთზე დინამო უკვე წინ გავიდა: ალესანდრე კალანდაძემ თავით გაიტანა.
სამგურალმა ასევე თავურით უპასუხა, კერძოდ, ველისოლმა გაათანაბრა.
მეორე ტაიმში დინამო უკეთესი იყო: 48-ე წუთზე როდრიგუ რამუშმა გააყოლა ბურთი საბა ხარებაშვილმა, რომლის გამოზომილ ჩაწოდებას მოჰყვა ლეონარდო სანტუსის ერთი შეხებით გატანილი - 3:2.
მერე ჰალიდ დოლტმურზიევის გოლიც ვნახეთ. მან ბარს ოსეის პასის მერე დაბალ კუთხსი გაიტანა და დინამო ორი ბურთით გავიდა წინ. დოლტმურზიევი რამდენიმე წუთის შესული იყო მინდორზე.
79-ე წუთზე ალბათ მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა: დინამოელთა ნახევარმცველმა აბდულაი იორომ შორიდან ცაციით ტექნიკურად დაარტყა და 5:2.
ბოლოს კი სამგურალმა შეამცირა სხვაობა: ველისოლმა პენალტი გამოიყენა და ჰეთ-თრიქი მიითვალა.
ველისოლს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველზე გადავიდა. ველისოლმა ერთი გოლით გაისწრო ტორპედოელ კომნენ ანდრიჩს.
ტყიბულელებს ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდათ წაგებული და აი, სერია შეწყვიტეს: ქულა აიღეს გაგრასთან.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, გაგრა წინ გავიდა ბრაზილიელი პედრო ბორჟესის ინდივიდუალური გარღვევითა და ზუსტი დარტყმით.
მერე კი მეშახტეს ბოსნიელმა ნახევარმცველმა ტარიქ შიკალომ გაათანაბრა გამოზომილი დაბალი დარტყმით - 1:!. ეს გოლები ათწუთიან მონაკვეთში გავიდა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი