კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დაიწყო. სეზონი ქუთაისში გაიხსნა, სადაც ტორპედომ დებიუტანტ თბილისის სპაერს უმასპინძლა.
ტორპედო სწრაფი გოლით დაწინაურდა. პირველივე წუთზე, კერძოდ, 32-ე წამზე გიორგი კოხრეიძემ ცხრიანში ძლიერად დაარტყა და 1:0.
53-ე წუთზე ტორპედო ათი კაცით დარჩა, რადგან ალეკო ბასილაძემ მეორე გაფრთხილება მიიღო. გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და სპაერმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა: მასპინძელთა მცველმა მატეო შიმიჩმა თავის საჯარიმოში ფეხი დაუდო გიჩა ცირდავას, რის გამოც პენალტი დაინიშნა და გიგა სამხარაძემ ზუსტად დაარტყა. ესეც სპაერის პირველი გოლი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ისტორიაში.
ბოლოს კი თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს, თან ძალიან ლამაზი. ნიკა ჩაგუნავას რბილად ჩაწოდებულს მოჰყვა ლაშა კოხრეიძის ეფექტური მაკრატელა და 1:2.
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
სამგურალი
ტორპედო
დინამო ბთ
დინამო თბ
დილა
მეშახტე
გაგრა
გარეჯი
თელავი
შტურმი
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
კოლხეთი 1913
არაგვი
გორი
სამტრედია