კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა, ზღვისპირული დერბი: დინამო ბათუმმა შინ 3:2 მოუგო ფოთის კოლხეთი 1913-ს.
ბათუმელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს სამი გოლი. ჯერ ლევან ხოზრევანიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.
ტაიმის შუაში 16 წლის ბექა ბარამიძემ ითამაშა კარგად, ერთი მცველი მოძრაობაზე დაიჭირა და ცხრიანში ზუსტად დაარტყა. ეს ბარამიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
39-ე წუთზე კი მასპინლებმა კარგად გაითამაშეს საჯარიმო: რევაზ ჩიტეიშვილის რბილ პასს მოჰყვა გურამ ჯაფარიძის დარტყმა და 3:0.
მეორე ნახევარში კი ფოთელებმა უკეთ ითამაშეს. ჯერ გიორგი კვირკველიამ კუთხურის შემდეგ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში; სხვათა შორის, კვირკველიამ წინა ტურშიც გაიტანა (დილასთან).
ბოლოს კი სტუმრებმა ნიკოლას-ნიკა კაპანაძის თავურით შეამცირეს სხვაობა - 3:2.
ტური 6 დეკემბერს დასრულდება: ოთხ მატჩი გაიმართება.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი