კალენდარი

ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი

კვირა, 26 ოქტომბერი

ორშაბათი, 27 ოქტომბერი

სამშაბათი, 28 ოქტომბერი

კვირა, 2 ნოემბერი

ახალი ამბები

ლიდერი ისევ დილაა; ტორპედომ კი იბერიელებს აჯობა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დაიწყო. ლიდერი ისევ გორის დილა გახდა. გორელებმა გაგრას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს, აი, იბერია 1999 კი ქუთაისში დამარცხდა. 
 

დილა 5:0 გაგრა 

გორის დილამ ლიდერობა დაიბრუნა, სამქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს იბერია 1999-ს.

ისე, პირველი ტაიმის მერე ანგარიშ 5:0-ს რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე. გოლი არ იყო გასული და გორელებმა ხუთივე მეორე ნახევარში გაიტანეს.

კონგოელმა ფორვარდმა დეო ბასინგამ დუბლი შეასრულა: ჯერ სირილ ედუძის, მერე კი არუნა უატარას პასი გამოიყება… ბასინგა გმირი გახდა.

მერე კი ბასინგას ნაცვლად შევიდა ისრაელის წარმომადგენელი აბდალა ხლაიხალი და მან გადაიბარა საქმე: ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტმით გაიტანა, ბოლოს კი ხლაიხალიმ თითქმის იგივე ადგილიდან შეაგდო და ბასინგას მსგავსად, დუბლი შეასრულა.

ერთი გოლი კი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიითვალა: მან გამოომილი დარტყმით გაიტანა დაბალ კუთხეში.

5:0. პირველი ტაიმის მერე ეს ანგარიში ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ დილამ მეორე ნახევარში კარგი და შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. დილა ლიდერია, გაგრა კი მეექვსე ადგილზეა.

ტორპედო 3:1 იბერია 1999 

ქუთაისის ტორპედომ მორიგი მატჩი მოიგო, ამჯერად ლიდერი იბერიელები დაამარცხეს და მესამე ადგილზე არიან.

პირველი გოლი ულამაზესი იყო, კერძოდ, ალეკო ბასილაძემ ქუსლით გაიანა ბიორნ იონსენის პასით. მერე იყო კლასიკური კონტრშეტევა და ფელიპე პირესის ბოლო პასი, რასაც ვარლეის დარტყმა მოჰყვა და 2:0. 
პირველი ტაიმის ბოლოს იბერიელთა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ თავურით შეამცირა სხვაობა. 

მეორე ტაიმში სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლი აქეთ გაუშვეს; კონტრშეტევა, ვლადიმერ მამუჩაშვილის პასი და ფელიპე პირესის კარგი მოქმედება, რასაც მესამე გოლი მოჰყვა. 3:1 - იბერიელებმა ისევ დაკარგეს ლიდერობა.