კალენდარი

შაბათი, 2 აგვისტო

შაბათი, 9 აგვისტო

ახალი ამბები

იბერია 1999 მალმიოსთან დამარცხდა

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი. საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის იბერია 1999-მა შვედურ მალმიოსთან შინ 1:3 წააგო.

რთული თამაში გამოდგა მიხეილ მესხზე, რაც მოსალოდნელიც იყო. მალმიო დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ერთ დროს ჩემპიონთა თასის ფინალისტი: 1979 წელს ნოტინგემთან 0:1 წააგეს. მალმიო ბოლო წლებში თითქმის რეგულარულად ხვდება რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.

თამაშს რაც შეეხება, იბერია 1999-ს ჰქონდა მომენტები, თუმცა აქედან ერთი გამოიყენა: ბოლო წუთებზე ლუკა სილაგაძემ ჩააწოდა ბურთი და სერბმა ანეს რუშევიჩმა გაიტანა. 

იბერია 1999 - მალმიო 1:3

გოლები: 0:1 ბუზანელო (8), 0:2 გუდიონსენი (58), 0:3 ალი (71), 1:3 რუშევიჩი (86)

საბურთალო: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ნ. ხორხელი 86), ჯგერენაია, გელაშვილი, აგიაკვა, ზოური (სილაგაძე 59), მორეო (დადიანი 59), ქარდავა, ი. ტაბატაძე (ძაგანია 77), გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე (რუშევიჩი 59)

საპასუხო მატჩი შვედეთში 15 ივლისს გაიმართება.