კალენდარი

სამშაბათი, 1 აპრილი

შაბათი, 15 მარტი

კვირა, 16 მარტი

პარასკევი, 28 მარტი

ახალი ამბები

თელავმა სტუმრად ტორპედოს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დაიწყო, ერთი მატჩი გაიმართა: თელავმა ტორპედოს ქუთაისში 2:1 მოუგო. 

ტორპედო 1:2 თელავი

გუნდებს ამ ტურამდე 3-3 ქულა ჰქონდათ. თამაში დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, სტუმრებმა გაიმარჯვეს. 

მე-12 წუთზე ვატო არველაძე ფირუზ მარაქველიძის პასის მერე აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში და ახლოდან დარტყმით დააწინაურა თელავი. 

მეორე ტაიმში ტორპედომ ასე გაათანაბრა: პაატა ღუდუშაურმა საჯარიმოში ჩააწოდა და ახლო ძელთან მდგომ თელავის ფორვარდ ჯადული იობაშვილს თავით საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 1:1. 

თუმცა 21 წლის იობაშვილმა შეცდომა გამოასწორა და ტორპედოს ლამაზი გოლი გაუტანა: შორეული დარტყმით - 1:2. მოკლედ, იობაშვილის ავტოგოლი და გოლი 18-წუთიან მონაკვეთში...