საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი დინამო თბილისიდან იჯარით გადავიდა ბოსნიის სარაევოში.
იჯარა სეზონის ბოლომდეა. გორდეზიანმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა. დინამო თბილისამდე კი საბერძნეთის პაოკ-ში იყო, ამ კლუბის აღზრდილი გახლავთ.
21-წლამდელთა ნაკრებში შარშან გორდეზიანმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში.
რაც შეეხება სარაევოს... ეს გუნდი ბოსნიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. სარაევოს ლიდერია გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია. ასე რომ, ახლა ორი ქართველი შემტევი ეყოლებათ.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913