იბერია 1999-ის და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი - ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბში „ფამალიკაოში“ განაგრძობს.
22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს, პროფესიული კარიერის მანძილზე სხვა კლუბის რიგებში არ უთამაშია და 2020-2024 წლებში, იბერიას მაისურით, კრისტალბეთეროვნულ ლიგაში 90 მატჩის ჩატარება შეძლო.
იბერია ასევე დატოვეს, გუნდის კაპიტანმა - გიორგი კოხრეიძემ, რომელიც ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს და მალელმა ფორვარდმა - შეიკნე სილამ.
იანვარში, საქართველოს ჩემპიონმა, სურინამელი ნახევარმცველი, დორასო კალასი და 23 წლის ქართველი ფორვარდი, ამირან ძაგანია დაიმატა, რომელმაც შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, ვიტ ჯორჯიას ფორმით 20 გოლის გატანა შეძლო.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი