გაიმართა პლეიოფის პირველი მატჩები: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე და მეცხრეადგილოსნები შეხვდნენ, შესაბამისად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე და მეორეადგილოსნებს. დაძაბულობა გრძელდება...
ბოლნისში გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა. მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულს თამაზ მაქაცარიამ დააწინაურა ახლოდან ზუსტი დარტყმით. მაქაცარიამ ნოდარ იაშვილის კარგი პასი გამოიყენა.
83-ე წუთზე გაათანაბრა გაგრამ, კერძოდ, კამერუნელმა სირილ ჩამბამ ახლოდან დასწრებაზე ითამაშა კარგად და 1:1. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს კი სიონს გივი მუკბანიანი გაუძევეს: მეორე გაფრთხილების გამო.
თელავმა მინიმალური სხვაობით აჯობა რუსთავს. 22-ე წუთზე რუსთაველები ათი კაცით დარჩნენ. განელი ბილი ჯიბრილი მაკრატელას ურტყამდა, მაგრამ ფეხი სახეში მოარტყა თელაველთა მცველ ანტონ თოლორდავას, რომელიც შესაცვლელი გახდა. არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა თავიდან ყვითელი ბარათი უჩვენა ჯიბრილს, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა.
მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს დაჩი ცნობილაძის თავურით დაწინაურდნენ. მე-60 წუთზე თელაველთა სერბმა ფორვარდმა დეიან გეორგიევიჩმა ახლოდან დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში, თუმცა რუსთაველებმა მაინც მოახერხეს ერთი ბურთის გატანა: მათე ქომეთიანი წააქციეს, პენალტი და ვარლამ კილასონიას ზუსტი დარტყმა - 2:1.
პლეიოფის საპასუხო მატჩები 16 დეკემბერს გაიმართება.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913