საგარეჯოს გარეჯი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. კლუბის ისტორიაში პირველად.
გარეჯმა რანგით მეოთხე ლიგიდან დაიწყო და აი, ეტაპ-ეტაპ გადავიდა.
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურის წინ გარეჯი 4 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. ხობის კოლხეთთან გამარჯვება ჰყოფნიდა, რათა გაენაღდებინა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლა. საგარეჯოელები სენეგალელი მუსა სამასას გოლით იგებდნენ, შემდეგ ხობელთაგან გია აფხაზავამ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს, გარეჯი მარცხდებოდა, მაგრამ ლევან პაპავამ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს.
სხვათა შორის, პაპავა 27 გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.
სპაერი
სამგურალი
იბერია 1999
დილა
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
მეშახტე
ტორპედო
გაგრა
მერანი მრ
შტურმი
კოლხეთი 1913
თელავი
გარეჯი
სიონი
სამტრედია
ოდიში 1919
არაგვი
გორი