კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ქუთაისის ტორპედო სამტრედიასთან აგებდა, თუმცა გაიმარჯვა და ლიდერ გორის დილას მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება.
იმერული დერბი დაძაბული გამოდგა. ტორპედო შინ აგებდა სამტრედიასთან, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა. თან გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გაიტანა.
მივყვეთ: მე-17 წუთზე სამტრედიელთა განელმა ლეგიონერმა ჟოზეფ ამოაკომ მშვენიერი გოლი მიითვალა. საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში ჩაახვია...
ტორპედომ გვინეელი მომო იანსანეს თავურით გაათანაბრა პირველივე ტაიმში. ისე, ამოაკო და იანსანეც პირველ მატჩს ატარებდნენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, თუმცა 96-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და ლაშა შერგელაშვილმა ჩვეულად შეასრულა - 2:1. შერგელაშვილი ადრე სამტრედიაში თამაშობდა, ჩემპიონიც გახდა...
ქუთაისელებზე დავწერეთ, სამტრედია კი ბოლო ადგილზეა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913