კალენდარი

პარასკევი, 1 ნოემბერი

შაბათი, 2 ნოემბერი

პარასკევი, 8 ნოემბერი

შაბათი, 9 ნოემბერი

კვირა, 10 ნოემბერი

ახალი ამბები

გრძელდება... ქართველები კონფერენციის ლიგაზე

ქუთაისის ტორპედომ ალბანური ტირანას ბარიერი გადალახა და  კონფერენციის ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა. დინამო თბილისი კი მონტენეგროს მორნარ ბართან გავარდა.

ასე რომ, კონფერენციის ლიგაზე სამი ქართული კლუბი აგრძელებს მონაწილეობას. ტორპედოს გარდა, თბილისის იბერია 1999 (თავისუფალი იყო პირველი საკვალიფიკაციოდან) და ასევე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გადმოსული დინამო ბათუმი.

რაც შეეხება პირველი ეტაპის საპასუხო მატჩებს: სტივ კინის გაწვრთნილმა ტორპედომ საშინაო 1:1-ის მერე სტუმრად 1:0 მოუგო ტირანას. გოლი დასაწყისშივე გაიტანა ბიორნ იონსენმა. ნორვეგიელმა გიორგი მჭედლიშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ერთ შეხებაში გადაგზავნა კარში.

ტორპედოს შემადგენლობა ასეთი იყო: კლიაიჩი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, ნადარაია, მონტეირო, გიგაური (მანჯგალაძე 85), ელიტონი (შერგელაშვილი 71), აურო (ბიძინაშვილი 61), ფელიპე პირესი, ნინკოვიჩი, იონსენი.

დინამო თბილისს მონტენეგროს მორნარ ბართან 1:2 ჰქონდა წაგებული, შინ კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არბიტრმა მე-20 წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძე გააძევა ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ათკაციანმა დინამომ მაინც მოახერხა დაწინაურება, დავით სხირტლაძის კარგ მოქმედებას მოჰყვა 16 წლის ვახტანგ სალიას გოლი.

მეორე ნახევარში დარკო ზორიჩმა გაათანაბრა და საბოლოოდ, დინამო გავარდა. იყო საბა ხვადაგიანის მომენტი, როცა ძელს მოხვდა ბურთი. კიდევ რამდენიმე სახიფათო შეტევა, მაგრამ საბოლოოდ ფრე, რომელიც დინამოს გავარდნად დაუჯდა.

დინამო თბილისის შემადგენლობა: მაქაცარია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ბაგრატიონი, ოსიყმაშვილი (ლომინაძე 82), საიმონი (სამუშია 82), სანტისი (კადეტე 55), ოქრიაშვილი, სალია (ცეცხლაძე 55), სხირტლაძე (იობაშვილი 70)  

წინ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპია.

24 ივლისი. 21:00. ბათუმი. აჭარაბეთ არენა

დინამო ბათუმი - დეჩიჩი (მონტენეგრო)

25 ივლისი. 20:00. თბილისი. მიხეილ მესხი

იბერია - პარტიზანი (ალბანეთი)

25 ივლისი. 20:30. ნიქოზია. გსპ

ომონია (კვიპროსი) - ტორპედო