კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე 2:1 დასრულდა. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს. თელავმა სამგურალთან, ხოლო ტორპედომ - გაგრასთან...
თელაველებმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. 2:1 მოუგეს სამგურალს და ქულებით გაუთანაბრდნენ.
პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში ჯერ თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა ჯეფერსონ ჯერალდოს ეფექტური გარღვევისა და პასის შემდეგ.
მეორე გოლი კი გუნდის კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ მიითვალა თავურით. სამგურალმა 78-ე წუთზე დაძაბა მატჩი, კერძოდ, ნიკა კალანდარიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1. წყალტუბოელებს სამმატჩიანი წაუგებელი სერია გაუცუდდათ.
ქუთაისის ტორპედომ ზედიზედ მესამედ მოიგო, ხოლო წაუგებელი თამაშების სერია 11-მდე აიყვანა.
არადა, გაგრამ პირველივე წუთზე გაიტანა: 29-ე წამზე! კვლავ მათე ვაწაძე. მან წინა შეხვედრაში მაკრატელათი ულამაზესი გოლი მიითვალა, ამჯერად კი ქუთაისშიც მოახერხა თავის გამოჩენა. ვაწაძემ ელიტონ ჟუნიორის პასი ჩაჭრა, ნიკა სანდოხაძეს გასცდა და ზუსტადაც დაარტყა - 0:1.
ტორპედოს არაერთი მომენტი ჰქონდა და 86-ე წუთზე გაათანაბრა. ნიკოლა ნინკოვიჩის პასის მერე ფელიპე პირესმა ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა. კუთხურის მერე თავით და 2:1. იონსენს 9 გოლი მოუგროვდა.
გაგრა მეცხრე ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი