კალენდარი

პარასკევი, 8 ნოემბერი

შაბათი, 9 ნოემბერი

კვირა, 10 ნოემბერი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ახალი ამბები

თბილისური დერბი და გოლი პირდაპირ კუთხურიდან; სამგურალის პირველი გოლი და ქულა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის ორი მატჩი გაიმართა. სამგურალმა პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულა აიღო (კოლხეთი 1913-თან 1:1), ხოლო თბილისურ დერბიში იბერია 1999-მა 1:0 მოუგო დინამო თბილისს...

სამგურალი 1:1 კოლხეთი 1913 

ფოთელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: ლაშა კოხრეიძემ მოკლე მონაკვეთში ეფექტურად მოატყუა ხორვატი მცველი ბარტულ მარკოვინა და ზუსტადაც დაარტყა. კოხრეიძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა...

სამგურალმა მალევე გაათანაბრა, კერძოდ, ჟან კარლოსის ფლანგიდან გაკეთებულ პასს მოჰყვა 19 წლის ლუკა შეროზიას ზუსტი დარტყმა და 1:1. ეს შეროზიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მე-15 წუთზე უკვე 1:1 იყო და ანგარიში აღარ შეცვლილა. კოლხეთი 1913-ს 5 ქულა მოუგროვდა, ხოლო სამგურალმა პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულა მოიპოვა.

იბერია 1999 1:0 დინამო თბ

თბილისურ დერბიში იბერია 1999-მა მოუგო საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს. ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც ძალიან ლამაზი: პირველი ტაიმის ბოლოს საბა მამაცაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ცაციით - 1:0. მამაცაშვილმა შარშანდელ სეზონშიც გაიტანა დასამახსოვრებელი გოლები, მაშინ გაგრაში იყო იჯარით...

ამ დროს დინამო უკვე კაცნაკლული თამაშობდა, რადგან 34-ე წუთზე მეკარე გიორგი ლორია გააძევეს. ლორია საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და შეიკნე სილას შეეჯახა. ბოლო იმედის ჯარიმა და... კარში მიხეილ მაქაცარია ჩადგა, რომელმაც ნახევარცველი დანიელ რომანოვსკი შეცვალა.

მომენტები მეორე ტაიმშიც საკმაოდ იყო, უფრო მეტად დინამოელთა კართან, თუმცა საბოლოოდ - 1:0.

იბერია 1999 ჯერჯერობით ლიდერია 10 ქულით, თუმცა ტურში სამი მატჩი დარჩენილია.