კალენდარი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

ახალი ამბები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა გაიხსნა... ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დაიწყო! სეზონი გაიხსნა მოქმედი ჩემპიონისა და უძლიერესთა შორის დაბრუნებული გუნდის დაპირისპირებით. 

დინამო ბთ 1:0 კოლხეთი 1913 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონის პირველი გოლი სენეგალელმა ონორე გომისმა გაიტანა, რომელიც გორის დილადან გადავიდა დინამო ბათუმში. გომისმა მე-11 წუთზე ახლოდან დასწრებაზე დარტყმით დაასრულა სწრაფი კომბინაცია. 

დინამო ბათუმმა ამ გოლით სძლია ფოთის კოლხეთი 1913-ს, რომელმაც 2018 წლის შემდეგ პირველად ითამაშა უძლიერესთა ლიგაში. სხვათა შორის, იმ წელს ბათუმელები პირიქით, ქვედა ლიგაში იყვნენ.

ბათუმელთა 15 ფეხბურთელიდან, რომლებმაც დღეს ითამაშეს, 9 ახალწვეული იყო. ესენი არიან ჩაჰოვეცი, ვანდერსონი, მარა, მუჯირი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი, მალი, გომისი, რამოსი.