კალენდარი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

შაბათი, 11 მაისი

ახალი ამბები

ELIGA AWARDS 2023 - მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

4 დეკემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიება განსხვავებული ფორმატით გაიმართება და მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდებიან. 

2023 წლის რჩეულების გამოსავლენად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები. წელს პირველად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, სპეციალისტებთან ერთად გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.

? მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 3 დეკემბრის 18:00 საათამდე, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლისსახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.