კალენდარი

პარასკევი, 10 მაისი

შაბათი, 11 მაისი

სამშაბათი, 14 მაისი

ოთხშაბათი, 15 მაისი

ახალი ამბები

მე-19 ტური: დილამ გაგრასთან ფრედ ითამაშა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის პირველი მატჩი. გორის დილამ შინ 1:1 ითამაშა გაგრასთან, რომელსაც ზედიზედ 6 შეხვედრა ჰქონდა წაგებული...

დილა 1:1 გაგრა 

თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე მათე ვაწაძემ დააწინაურა გაგრა. ეს ვაწაძის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში.

დილამ 88-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, კერძოდ, ვაგნერ გონსალვესმა გაიტანა. ვაგნერს 8  გოლი მოუგროვდა მიმდინარე ლიგაში.

დილას 6 მატჩია არ წაუგია და ჯერჯერობით, მესამე ადგილზეა. გაგრა კი ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.