კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა, თბილისის დინამომ სამტრედიას უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელმაც თამაზ ცეცხლაძის შეცდომით ისარგებლა და გიორგი კულუას კარი აიღო. ორამდე სხვაობა, მალევე შორეული ეფექტური დარტყმით ბაქარ ქარდავამ გაზარდა.
8 ტურის შემდეგ დინამო თბილისი 19 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მეორე პოზიციაზე დინამო ბათუმია, თუმცა ბათუმელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ლევან კორღალიძის საბურთალომ, მიხეილ მესხზე ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში, ქობულეთელთა შემტევმა - მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში, საგოლე პასის ავტორმა - ზურაბ მუსელიანმა ამჯერად თავად გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
74-ე წუთზე, იური ტაბატაძემ ერთი ბურთი გაქვითა და მალევე, ზუსტად 1 წუთში ტაბატაძემ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ შუქურას კარი მეორედ აიღო და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და სტუმრებთან - 1:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, დავით სამურკასოვის შესანიშნავ პასს თორნიკე კირკიტაძის გოლი მოჰყვა - 0:1. მეორე ტაიმში, ტორპედოს უზბეკმა ლეგიონერმა - მუროდჟონ ტუიჩიბაევმა გაათანაბრა - 1:1.
69-ე წუთზე ფადი ზიდანის მიერ ვერგამოყენებული პენალტის შემდეგ, თეიმურაზ შონიამ დინო ჰამზიჩისგან მარცხენა კუთხეში ძლიერად დაარტყა და ლოკო წინ გაიყვანა - 1:2. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში რამდენიმე წუთში ბექა დარცმელიამ ძლიერი დარტყმით დააფიქსირა - 1:3.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი