კალენდარი

სამშაბათი, 14 მაისი

ოთხშაბათი, 15 მაისი

შაბათი, 18 მაისი

კვირა, 19 მაისი

ახალი ამბები

ლოკომოტივი - დინამო თბილისი გადაიდო

18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო" დაპირისპირება უნდა გამართულიყო.

კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.