კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

ბათუმის დინამო ერთპიროვნული ლიდერია, დილამ გასავარდნი ზონა დატოვა!

ტორპედო 1:2 ბათუმის დინამო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურმა სატურნირო ცხრილის, როგორც ზედა ისე ქვედა ნაწილში კორექტივები შეიტანა. მიმდინარე ტურის პირველი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-13 წუთზე გახსნეს ბათუმელთა კარი ზაზა ციცქიშვილმა აიღო. დინამომ წონასწორობა მალევე აღადგინა, როინ კვასხვაძეს გიული მანჯგალაძემ გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმელთა საუკეთესო მეგოლემ თავისი გუნდი თერთმეტმეტრიანი დარტყმით წინ გაიყვანა. ჯოვინო ფლამარიონმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 გოლი მიითვალა. შეხვედრის მეორე ნახევარში მომენტები საკმაოდ იყო, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. 

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ისევ ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ დროისთვის ბათუმელებს 61 ქულა აქვთ და თბილისის დინამოს 2 ქულით უსწრებენ. ქუთაისის ტორპედო კი 41 ქულით მე-4 ადგილზეა.

ვიტ ჯორჯია 0:0 რუსთავი

მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ვიტ ჯორიასა და რუსთავს შორის შედგა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ კილასონიას გუნდისთვის 3 ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, სტუმრებმა გათამაშების უპირობო აუტსაიდერთა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირველი ტაიმისგან განსხვავებით რუსთაველებს საგოლე მომენტები უხვად ჰქონდათ, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლეს. უშანსოდ არც ვიტ ჯორჯია გამოიყურებოდა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს. 

29 ტურის შემდეგ ვიტ ჯორჯიას აქტივში 18 ქულაა და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა. რუსთავი კი 34 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

დილა 2:1 ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის დასკვნითი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გაიმართა, სადაც გორის დილამ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 სძლია. პრინციპულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-11 წუთზე გურამ გოშთელიანის გოლით გახსნეს. 36-ე წუთზე წონასწორობა დაპირისპირებაში ბესო დეკანოიძემ აღადგინა. დარჩენილ დროში როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის მხრიდან იყო გოლის გატანის მცდელობა, მაგრამ ამ მხრივ მეტად მასპინძლებს გაუმართლათ. 3 ქულიანი გასროლა ალვინ ფორტესმა განახორციელა, რომელიც სტუმართა გოლკიპერის ავტოგოლად იქცა.

ამრიგად გორის დილამ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა. ამ დროისთვის გიორგი ნემსაძის გუნდი 34 ქულით მე-6 ადგილზეა. საჩხერის ჩიხურამ კი აუტსაიდერთა შორის გადაინაცვლა. სოსო ფრუიძის შეგირდებს 32 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.