კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

საბურთალომ სამი ქულა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთეს საბურთალო და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდნენ. მოქმედი ჩემპიონებისთვის სოსო ფრუიძის  გუნდი  უხერხულ მეტოქედ ითვლება, ასე იყო ბოლო მატჩშიც. მასპინძლებმა მხოლოდ  ერთი  გოლის გატანა მოახერხეს სტუმრების კარში. დინო ჰამზიჩის კარი 55-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ საჩხერელი ფეხბურთელები მეტად გააქტიურდნენ, სახიფათო მომენტებიც შექმნეთ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.ამჯერად საბურთალომ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და კონკურენტებს ქულათა რაოდენობით მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქურ გუნდს  კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.  

ამ დროისთვის საბურთალოს აქტივში 47 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. საჩხერის ჩიხურა კი 31 ქულით მე-6 ადგილზეა.

ფოტო: გიორგი არჯევანიძე