კალენდარი

ორშაბათი, 16 სექტემბერი

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი

ხუთშაბათი, 29 აგვისტო

პარასკევი, 30 აგვისტო

შაბათი, 31 აგვისტო

კვირა, 1 სექტემბერი

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი

შაბათი, 14 სექტემბერი

ახალი ამბები

საბურთალო ზაგრების დინამოსთან დამარცხდა

  • საბურთალო 0:2 ზაგრების დინამო

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საბურთალომ ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დათმო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დაპირისპირება ძალიან მაღალ დონეზე დაიწყო და პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით წაიმართა.

საბურთალომ მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შექმნა ვერ შეძლო. მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა. სტუმრები მეტად გააქტიურდნენ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები მაინც ახერხებდნენ შეტევებს მეტოქის კარზე. უფრო მეტიც ოგნიენ როლოვიჩი ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, როდესაც მისი თავური დარტყმა  ზაგრების დინამოს გოლკიპერმა მოიგერია. 

შედეგის მომტანი გამოდგა ორსიჩის  თავური დარტყმა, რომელმაც სტუმრები  შეხვედრის 67-ე წუთზე დააწინაურა. 10 წუთში საბურთალოს კარის მიმართულების მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პეტკოვიჩის დარტყმულის წინაშე ომარ მიგინეიშვილი უძლური აღმოჩნდა და მატჩში საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. 

საბურთალო  ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ზაგრებში 30 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხორვატული გუნდის თამაშს გულსემატკივრები დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაესწრებიან.

საბურთალო დინამო ზაგრებთან დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 30 ივლისს, მაქსიმირზე გაიმართება! #UCL #WeAre #RedEagles! 🦅

Posted by FC Saburtalo on სამშაბათი, 23 ივლისი, 2019