კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ჩიხურამ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა!

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩხერის ჩიხურამ ხუთი ვერმოგებული მატჩის შემდეგ მე-20 ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ივანწმინდაში გამართული შეხვედრა სოსო ფრუიძის შეგირდებმა  გორის დილას წინააღმდეგ გამართეს და დიდი ანგარიშით , 41- მოიგეს. დაპირისპირების მე-8 წუთზე მასპინძლები  გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, რასაც 22-ე წუთზე ბესო დეკანოიძის მიერ გატანილი  გოლი მოჰყვა.  მატჩში ინტრიგის დაბრუნება პირველი ნახევრის მიწურულს სტუმრებმა მოახერხეს. ერთი ბურთის გაქვითვა ალვინ ფორტესმა მოახერხა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ მასპინძელთა  კარნახით წარიმართა. საჩხერელებმა დარჩენი დროში კიდევ ორი ბურთი გაიტანეს და სამი ქულის მოპოვების საკითხი გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში დუბლით თავი ბიძინა მახარობლიძემ გამოიჩინა.

 20 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურას 26 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. გორის დილა კი ისევ მიუახლოვდა გასავარდნ ზონას. 22 ქულით გიორგი დეკანოსიძის გუნდი მე-7 პოზიციას იკავებს.

 კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ხვალ ორი შეხვედრით დასრულდაბა. რუსთავი საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება, ხოლო ბოლნისის სიონი თბილისის დინამოს მიიღებს.