კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 18 23 42
2. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 18 18 35
3. სამტრედია სამტრედია 18 12 32
4. თელავი თელავი 18 16 29
5. შუქურა შუქურა 18 -2 28
6. ცხინვალი ცხინვალი 18 4 26
7. გაგრა გაგრა 18 -1 23
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 18 -19 17
9. გურია გურია 18 -25 8
10. ზუგდიდი ზუგდიდი 18 -26 7

კალენდარი

შაბათი, 3 აგვისტო

კვირა, 4 აგვისტო

პარასკევი, 9 აგვისტო

შაბათი, 10 აგვისტო

კვირა, 11 აგვისტო

ახალი ამბები

ლევან შენგელიამ დინამოს ულამაზესი გოლით 3 ქულა მოაპოვებინა!

თბილისის დინამო 2:1 ვიტ ჯორჯია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტური დინამო არენაზე  დასრულდა, სადაც ერთმანეთს თბილისის დინამო და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-14 წუთზე დმიტრო ივანისენიამ დედაქალაქელები დააწინაურა კიდეც. 

მატჩის საწყისი წუთებდან გამომდინარე ივარაუდებოდა, რომ დინამოელთა უპირატესობა მთელი  დაპირისპირების განმავლობაში გაგრძელდებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ვიტ ჯორჯიამ  მეტოქეს თანაბარი თამაში შესთავაზა და სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა. შეხვედრის 42-ე წუთზე კი ცოტნე მოსიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და შესვენებაზე  გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

ვიტ ჯორჯიასთან მატჩში, დინამოს რიგებში 16 წლის გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა

მატჩის მეორე ნახევარში სტუმრები მაქსიმალურად ცდილობდნენ დინამოსთვის ზონების გადაკეტვას და ხშირ შემთხვევაში ეს გამოსდიოდათ კიდეც. ვიტ ჯორჯია ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ თამაშის 90-ე წუთზე  ლევან შენგელიამ ბურთი უძლიერესი დარტყმით ცხრიანში გაუშვა და თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

18 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 32 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში  მესამე ადგილზე იმყოფება. ვიტ ჯორჯიას აქტივში 14 ქულა რჩება და მე-10 პოზიციას იკავებს.

🔥⚽️ ლევან შენგელიამ ბრწყინვალე დარტყმით თბილისის "დინამოს" მორიგი 3 ქულა მოუტანა ! ⏱ "დინამო" თბილისი" - "ვიტ ჯორჯია" 2-1

Posted by ეროვნული ლიგა on კვირა, 16 ივნისი, 2019