საბურთალო 2:0 თბილისის დინამო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ბოლო შეხვედრა საბურთალოსა და თბილისის დინამოს შორის მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა. მატჩი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო საბოლო ჯამში ლოგიკური დასასრულიც ჰქონდა.
დაპირისპირების პირველი ნახევარი გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე დატოვეს. საბურთალომ ანგარიში 67-ე წუთზე ლაშა შონდაგორიძის მიერ გატანილი ულამაზესი გოლით გახსნა.
ორამდე უპირატესობა 75-ე წუთზე ისევ შინდაგორიძემ გაზარდა. მასპინძელთა 9 ნომერმა დუბლი გაიფორმა, ხოლო თავის გუნდს კი სამი ქულა მოუტანა.
თბილისის დინამომ კი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილშიც საკმაოდ დაქვეითდა.
14 ტურის შემდეგ საბურთალოს 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო თბილისის დინამო კი 20 ქულით მე-5 ადგილზეა
რუსთავი 2:4 ქუთაისის ტორპედო
სამი ქულა მოიპოვა მე-14 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომაც, რომელიც გასვლაზე რუსთავს დაუპირისპირდა. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში გულშემატკივარმა 6 გატანილი გოლი იხილა. ზაზა ციცქიშვილმა რუსთავი 47-ე წუთზე დააწინაურა.
წონასწორობა მალევე აღადგინა ბუდუ ზივზივაძემ. 67-ე წუთზე ტორპედო წინ გავიდა ზურაბ ჯაფიაშვილის ავტოგოლის წყალობით. 78-ე წუთზე მასპინძელთა კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ ზუსტად შეასრულა და სეზონში პირველი დუბლიც მიითვალა.
თამაშის მიწურულს ქუთაისელებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს. ამჯერად თავი თენგიზ წიქარიძემ გამოიჩინა. 89-ე წუთზე კი ზაზა ციცქიშვილმა მეორე გოლი გაუტანა ტორპედოს.
ამ დროისთვის რუსთავს 10 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა. ქუთაისის ტორპედო კი 26 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ