კლუბი ±
1. საბურთალო საბურთალო 14 9 30
2. დინამო ბთ დინამო ბთ 14 8 28
3. ტორპედო ტორპედო 14 6 26
4. ჩიხურა ჩიხურა 14 9 22
5. დინამო თბ დინამო თბ 14 7 20
6. სიონი სიონი 14 -12 20
7. დილა დილა 14 -1 17
8. ლოკომოტივი ლოკომოტივი 14 -5 15
9. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 14 -9 11
10. რუსთავი რუსთავი 14 -12 10
  კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 12 19 29
2. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 12 12 23
3. თელავი თელავი 12 17 22
4. ცხინვალი ცხინვალი 12 5 20
5. შუქურა შუქურა 12 -2 20
6. სამტრედია სამტრედია 12 4 19
7. გაგრა გაგრა 12 -1 15
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 12 -17 9
9. ზუგდიდი ზუგდიდი 12 -18 4
10. გურია გურია 12 -19 4

კალენდარი

ხუთშაბათი, 23 მაისი

პარასკევი, 24 მაისი

სამშაბათი, 28 მაისი

ოთხშაბათი, 29 მაისი

შაბათი, 1 ივნისი

ახალი ამბები

დინამო თბილისურ დერბიში ლოკომოტივთან დამარცხდა, დილამ სახლში ბათუმის დინამო დაამარცხა!

თბილისის დინამო 1:3 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დასკნით შეხვედრაში თბილისის დინამო მოულოდნელად  აუტსაიდერ ლოკომოტივთან დამარცხდა. დედაქალაქური დერბი ლევან კორღალიძის შეგირდებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 3-1 მოიგო. ლოკომოტივის ფეხბურთელებმა თამაში პირველივე წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს. ანგარიში სტუმრებმა  სამურკასოვის გოლით გახსნეს.

შეტევის  მომენტში დინამოელთა გოლკიპერმა ტრავმა მიიღო და მოედანზე დაეცა, რითაც სამურკასოვმა ისარგებლა და ცარიელ კარში ბურთი მარტივად მოათავსა.  მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში გაათანაბრეს.

ნიკა ნინუამ ჯარიმიდან დაარტყა და  ბულისკერიას  შანსი არ დაუტოვა. გატანილი გოლის შემდეგ დინამო გააქტიურდა, მაგრამ მეორე ბურთის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ ლოკომოტივი წინ გაიყვანა, ხოლო 90-ე წუთზე თამაშში საბოლოო წერტილი ირაკლი სიხარულიძემ  საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამჯერად  თბილისის დინამომ კონკურენტების ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა და 13 ტურის შემდეგ არსებული 20 ქულით ისევ მე-4 პოზიციაზე რჩება სატურნირო ცხრილში. დღევანდელი გამარჯვებით ლოკომოტივმა ქულათა მარაგი 12- მდე გაზარდა და ბოლო ადგილიდან მე-8-ზე გადაინაცვლა.

გორის დილა 1:0 ბათუმის დინამო

მე-13 ტურის შეხვედრა წააგო გათამაშების  ერთ-ერთმა  ლიდერმა, ბათუმის დინამომ. გია გეგუჩაძის გუნდი გასვლაზე გორის დილას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი  76-ე წუთზე კოუგბენიამ გაიტანა.

 ამ დროისთვის გორელები17 ქულით მე-7 ადგილზე არიან, ხოლო ბათუმის დინამო კი 25 ქულით მეორე პოზიციაზე დაქვეითდა.

საჩხერის ჩიხურა 0:0 რუსთავი

 გატანილი გოლის გარეშე დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაპირისპირება , რომელიც საჩხერის ჩიხურასა და რუსთავს შორის გაიმართა. მიუხედავად რამდენიმე საგოლე მომენტის არსებობისა ორივე გუნდის კართან, გოლის გატანა ვერცერთმა შეძლო.

13 ტურის შემდეგ საჩხერელებს 19 ქულა დაუგროვდათ და მე-6 ადგილს იკავებენ. რუსთავი კი 10 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ფოტო: ზიზუ ჯიქია (c)