კლუბი ±
1. მერანი თბ მერანი თბ 18 23 42
2. შევარდენი 1906 შევარდენი 1906 18 18 35
3. სამტრედია სამტრედია 18 12 32
4. თელავი თელავი 18 16 29
5. შუქურა შუქურა 18 -2 28
6. ცხინვალი ცხინვალი 18 4 26
7. გაგრა გაგრა 18 -1 23
8. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 18 -19 17
9. გურია გურია 18 -25 8
10. ზუგდიდი ზუგდიდი 18 -26 7

კალენდარი

შაბათი, 3 აგვისტო

კვირა, 4 აგვისტო

პარასკევი, 9 აგვისტო

შაბათი, 10 აგვისტო

კვირა, 11 აგვისტო

ახალი ამბები

საბურთალომ ტორპედოს მოუგო და ისევ პირველზეა!

ქუთაისის ტორპედო 2:3 საბურთალო

უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისის ტორპედოსა და საბურთალოს შორის წყალტუბოში გაიმართა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი საბურთალომ  მოიგო და პირველ პოზიციას დაუბრუნდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა  მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

პირველი გოლი ქუთაისელთა კარში სანდრო ალთუნაშვილმა  თამაშის მე-8 წუთზე გაიტანა. 32-ზე წონასწორობა ბუდუ ზივზივაძემ აღადგინა.  შესვენებაზე სტუმრები ისევ ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. საბურთალო წინ ლაშა შინდაგორიძემ გაიყვანა.

 მატჩის მეორე ნახევარი ტორპედოსთვის ცუდად დაიწყო. აზაცკიმ როინ კვასხვაძის კარი ავტოგოლით აიღო  და საბურთალოს უპირატესობა სოლიდური გახდა. თამაშში ინტრიგა თორნიკე კაპანაძემ დააბრუნა, რომელმაც საბურთალოს მე-60 წუთზე გოლი გაუტანა, მაგრამ ეს ბურთი აღნიშნულ დაპირისპირებაში ბოლო გამოდგა.

13 ტურის შემდეგ საბურთალოს 27 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში  პირველ ადგილზე იმყოფება. ტორპედო 23 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება.

ტორპედო 2-3 საბურთალო | მატჩის გამორჩეული მომენტები

🎥 ტორპედო 2-3 საბურთალო | მატჩის გამორჩეული მომენტები ⚽🔥

Posted by FC Saburtalo on სამშაბათი, 14 მაისი, 2019

ვიტ ჯორჯია 0:1 ბოლნისის სიონი

სტუმართა გამარჯვებით დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩი, რომელიც ვიტ ჯორჯიასა და ბოლნისის სიონს შორის გაიმართა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ამ თამაშში  მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 87-ე წუთზე ბოლნისის სიონი დავით კირკიტაძემ დააწინაურა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ამ დროისთვის ვიტ ჯორჯიას აქტივში 11 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. ბოლნისის სიონმა კი 20 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

დათო კირკიტაძის მეორე გოლი მიმდინარე სეზონში

დათო კირკიტაძის მეორე გოლი მიმდინარე სეზონში და გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან! სიონმა ვიტ ჯორჯიას 87-ე წუთზე დათო კირკიტაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. ბოლნისელებმა თბილისელები პირველ წრეშიც, სიხარულიას გოლით დაამარცხეს.

Posted by FC SIONI Bolnisi on სამშაბათი, 14 მაისი, 2019