კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

შაბათი, 6 აპრილი

ახალი ამბები

მატჩი პირველობისთვის: ტორპედო - საბურთალო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური  შეხვედრა  წყალტუბოში გაიმართება. ქუთაისის ტორპედო დღეს საბურთალოს მიიღებს. მატჩი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან პრინციპულია. აღნიშნულ დაპირისპირებაშო  ორივე გუნდის მთავარი ამოცანა 3 ქულის მოპოვებაა რადგა სწორედ, მოგება იძლევა იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანი ცხრილის სათავეში მოექცეს.

 ტორპედომ გასულ ტურში ლოკომოტივს მოუგო 3-1  და ამ გამარჯვებით 23 ქულა მოაგროვა. 12 ტურის შემდეგ ქუთაისელები სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე არიან და ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

  •  საბურთალოსთან შეხვედრაში კახა ჩხეტიანს შემადგენლობის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები არ აქვს.  ტორპედო პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

გასულ ტურში დაუგეგმავი ქულები დაკარგა საბურთალომ რუსთავთან გასვლით შეხვედრაში. აუტსაიდერ გუნდთან   გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 1-3 დათმო მატჩი და  გათამაშების ცხრილში ლიდერობაც დაკარგა.  დედაქალაქურ კლუბ საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. ტორპედოსთან დაპირისპირების შემდეგ მოქმედი ჩემპიონები კიდე ერთ კონკურენტს, თბილისის დინამოს შეხვდებიან. 12 ტურის შემდეგ საბურთალოს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. 

  • დღევანდელ დაპირისპირებაში სტუმრებს მხოლოდ გეგა დიასამიძე დააკლდება, რომელმაც ტრავმა რუსთავის წინააღმდეგ მატჩში მიიღო. თავდაპირველად  ტრავმა სერიოზული ჩანდა, თუმცა, როგორც გაირკვა დიასამიძეს  მხოლოდ ტორპედოსთან შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

ტორპედოსა და საბურთალოს დაპირისპირება 16:00 დაიწყება.