კალენდარი

ხუთშაბათი, 25 აპრილი

შაბათი, 4 მაისი

კვირა, 5 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

შაბათი, 11 მაისი

ახალი ამბები

ლოკომოტივმა ისევ წააგო, დინამომ დილასთან სამი ქულა მოიპოვა

თბილისის ,,დინამო" 1:0  გორის ,,დილა" 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველი მატჩი დინამო არენაზე შედგა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის ,,დინამო“ და გორის ,,დილა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი წუთები სტუმართა მასირებული შეტევებით წარიმართა, გორელებმა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მისულა. მასპინძლებმა კი პრაქტიკულად პირველი საგოლე მომენტი გამოიყენეს და ანგარიში გახსნეს. გოლი დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა კარბიამ გაიტანა. მისი გოლი ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გამოდგა.

8 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. აუტსაიდერთა ზონაში რჩება გორის ,,დილა“ გიორგი დეკანოსიძის გუნდს ამ დროისთვის მხოლოდ 5 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.

,,ლოკომოტივი" 1:2 ,,სიონი"

მე-8 ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩს მიხეილ მესხის სახელობის არენამ უმასპინძლა. ,,ლოკომოტივმა“ ბოლნისის ,,სიონი“ მიიღო, რომელთანაც ანგარიშით 1-2 დამარცხდა. თბილისელებმა აღნიშნული დაპირისპირება ახალი მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის თავკაცობით ჩაატარეს.

სტუმრებმა ანგარიში თამაშის მე-9 წუთზე გახსნეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ჯაბა უგულავამ შეასრულა. მანვე გაზარდა ბოლნისელთა უპირატესობა ორამდე 70-ე წუთზე. ლოკომოტივმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. მასპინძელთა მხრიდან გატანილი გოლით თეიმურაზ შონიამ გამოიჩინა.

ამრიგად თბილისელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგეს და ამ დროისთვის 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან. სიონს კი ამ გამარჯვების შემდეგ აქტივში 11 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.

ფოტო: ბადრი კეთილაძე (c)