კალენდარი

შაბათი, 22 ივნისი

კვირა, 23 ივნისი

სამშაბათი, 25 ივნისი

ოთხშაბათი, 26 ივნისი

ხუთშაბათი, 27 ივნისი

ახალი ამბები

ვიტ ჯორჯიას მოგება მიხეილ მესხზე და უგოლო ფრე ბათუმში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტური პირველი შეხვედრა მიხეილ მესხზე ,,ლოკომოტივსა“ და ვიტ ჯორჯიას შორის გაიმართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესეს.

აღნიშნულ შეხვედრაში სახიფათო მომენტების შექმნა უფრო მეტად სტუმრებმა მოახერხეს და საბოლოოდ ერთ-ერთის რეალიზებაც შეძლეს. ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა.

ამ დროისთვის ლოკომოტივის აქტივში 6 ქულაა და გათამასების ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. 8 ქულა აქვს ვიტ ჯორჯიას და მე-5 პოზიციაზეა.

მეექვსე ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩი ბათუმში, ადგილობრივ დინამოსა და საჩხერის ჩიხურას შორის შედგა. შეხვედრა რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე ჩატარდა რამაც თამაშის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითი გავლენა იქონია. დაპირისპირება, რომელშიც სახიფათო მომენტებით უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ, საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მოპოვებული ქულის შემდეგ ბათუმის დინამოს 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. საჩხერის ჩიხურა კი 7 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.